
სასტუმრო ,,ორბი"
კომფორტი & დასვენება

ჩვენს შესახებ
სასტუმრო ორბი – თქვენი კომფორტული და ხელმისაწვდომი დასვენების ადგილი ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ჩვენ გთავაზობთ მყუდრო და კეთილმოწყობილ ნომრებს, სადაც სტუმრებს მშვიდი და სასიამოვნო გარემო ელოდებათ.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სისუფთავე, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა. ყურადღებით ვეკიდებით თითოეული სტუმრის მოთხოვნილებებს და ვცდილობთ, რომ მათი ვიზიტი იყოს მაქსიმალურად სასიამოვნო.
სასტუმრო განთავსებულია ახალციხის ულამაზეს გარემოში, რაც იდეალურ პირობებს ქმნის როგორც ტურისტებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტორებისთვის. ჩვენთან დარჩენისას შეგიძლიათ დატკბეთ რეგიონის უნიკალური ატმოსფეროთი და ახლოს გაიცნოთ სამცხე-ჯავახეთის კულტურა და ისტორია.
სასტუმრო ორბი – ადგილი, სადაც სიმყუდროვე და ხელმისაწვდომობა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. გელით სასიამოვნო დასვენებისთვის!

სასტუმროს ნომრები
🛏️ ორსაწოლიანი ნომრები (3 ერთეული) – მყუდრო, ფუნქციური სივრცე, რომელიც იდეალურია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.
🛏️ საწოლნახევრიანი ნომრები (2 ერთეული) – კომფორტული, ელეგანტური ოთახები, იდეალური არჩევანი ინდივიდუალური მოგზაურებისთვის ან საქმიანი ვიზიტებისთვის.
ყველა ნომერი აღჭურვილია:
✔ კომფორტული საწოლებით
✔ უფასო Wi-Fi-ით
✔ სუფთა და თანამედროვე სველი წერტილებით
✔ სასიამოვნო, მშვიდი ატმოსფეროთი
სერვისები
მინი სამზარეულო
თვითმომსახურების მინი სამზარეულო სრულად აღჭურვილია თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ჭურჭლისა და აქსესუარების სრული კომპლექტით .
უფასო Wifi
24/7 ხელმისაწვდომი მაღალი სიჩქარის ინტერნეტი სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე.
პარკინგი
გთავაზობთ უფასო პარკინგს. თქვენი ავტომობილი დაცულ გარემოში იქნება განთავსებული მთელი ვიზიტის განმავლობაში.
თვითმომსახურების სამრეცხაო
ჩვენი სამრეცხაო სივრცე, აღჭურვილი თანამედროვე სარეცხი და საშრობი აპარატებით. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.

სატრანსპორტო მომსახურება
ისარგებლეთ ჩვენი სატრანსპორტო სერვისით და გადაადგილდით კომფორტულად! ჩვენი გამოცდილი მძღოლები თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო მოსახერხებელსა და სასიამოვნოს გახდიან.

აგროტურიზმი
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ სამცხე-ჯავახეთის ავთენტური სოფლის ცხოვრება – დააგემოვნოთ ადგილობრივი ფერმერული პროდუქტები, ისწავლოთ ტრადიციული კერძების მომზადება
გალერეა

























შთაბეჭდილებები
